პროექტი
პროექტის სახელი: ვახტანგ გორგასალი და საქართველო.
პროექტის მოკლე აღწერა: ბავშვები უკეთ გაეცნონ მეფე ვახტანგ გორგასალის მოღვაწეობასა და ეპოქის იმდროინდელ ვითარებას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეთა ერთი ჯგუფი მოიძიებს მასალებს მეფის მოღვაწეობის პირველ პერიოდზე,ქვეყნის საშინაო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე.მეორე ჯგუფი კი იძიებს მასალებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე,ირანელთა შემოსევებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის გეგმებზე.ამისათვის იყენებენ დამატებით ისტორიულ წყაროებს,ჯუანშერის ,,ვახტანგ გორგასალის ცხოვრებას’’,ინტერნეტს.
მონაწილეთა ასაკი: მეცხრე კლასი
ვადები და ხანგრძლობა: 2010/2011წ.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიების გამართვა აღნიშნულ თემაზე,ინტერნეტის გამოყენება მასალების მოძიებისათვის,ფოტო მასალები ამ პერიოდის შესახებ,ცნების რუკის შექმნა,ქრონოლოგიური ცხრილების შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა შეისწავლეს დაწვრილებით ვახტანგ გორგასალის მოღვაწეობა და იმდროინდელი საქართველოს ვითარება.
სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეთა მიერ მოძიებული და შექმნილი მასალების პრეზენტაცია და გაცნობა სხვებისათვის.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/კავშირი: ქართული და გეოგრაფია.
მოსწავლეები ქართული ლიტერატურიდან იხსენებენ ,,შუშანიკის წამებას’’ და უკავშირებენ აღნიშნულ ეპოქას.ეცნობიან გეოგრაფიულად სად მდებარეობს მეფე ვახტანგის მიერ დაარსსებული ციხე–ქალაქები.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ხათუნა გოგსაძე.
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: x.gogsadze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: